Can't see images? Click here...

მედიის განვითარების ფონდი

MDF: 2014 წლის ანგარიში

2014 წელს მედიის განვითარების ფონდი აგრძელებდა აქტივობებს, რომელთა მიზანია საქართველში ღია და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება და ამ პროცესში მედიის პროფესიული და ინსტიტუციონალური გაძლიერება.

2014 წელს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ მედიის განვითარების ფონდი ტოლერანტობის ქომაგ ორგანიზაციად დაასახელა.

  • საჯარო დისკურსში სიძულვილის ენასთან და სხვადასხვა მოტივით დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" დაფუძნება;
  • გამოიცემოდა ყოველდღიური მედია მონიტორინგი სიძულვილის ენასა და დისმირიმინაციაზე, რომელიც ხელმისაწვდომია "არა ფობაის!" ყოველკვირეული ბიულეტენის სახით;
  • მედიის თვითრეგულირების ორგანოებში პარტნიორ არასამთავრობო და რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად შეტანილი 7 საჩივრიდან 3 საქმეში დისკრიმინაციის ფაქტი დადგინდა, 1 განუხილველი დარჩა, 1 შემთხევავაში საზოგადობრივმა მაუწყებელმა დისკრიმინაციის ფაქტი არ ცნო, 2 საქმის განხილვა 2015 წელს იგეგმება.

დაკმაყოფილებული საქმეები:

  • 16 დეკემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დააკმაყოფილა ტარიელ ნაკაიძის საჩივარი, რომლის ინტერესებსაც განხილვაზე MDF წარმოადგენდა ინტერნეტ-პორტალ Mediacity-ს წინააღმდეგ;
  • Ø29 მაისს დაკმაყოფილდა MDF-ის, ქართველ მუსლიმთა კავშირისა და TDI-ის საჩივარი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა P.S.-ის წინააღმდეგ;
  • 10 მაისს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დააკმაყოფილა MDF-ის და TDI-ის საჩივარი გაზეთ "რეზონანსის" წინააღმდეგ.

არ დაკმაყოფილდა:

  • არასამთავრობოების საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სიძულვილის ენის საქმეზე სამეურვეო საბჭომ არ დააკმაყოფილა;

განუხილველი საქმე:

  • ტელეკომპანია "კავკასიამ" არ განიხილა აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაცია "გატას", MDF-ის და TDI-ის საჩივარი გადაცემა "სპექტრის" წინააღმდეგ აზერბაიჯანელთა მიმართ დისკრიმინაციის შესახებ.

საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალეობა

  • გამოქვეყნდა წინასწარი კვლევის შედეგები, რომელიც 2013-2014 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფორმაციის გავრცელებაზე გამოყოფილი თანხების მონიტორინგს ასახავს;
  • საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით MDF-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა; ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების უარი სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში.

მითების დეტექტორი

  • ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების კვალიფიციური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა "მითების დეტექტორი", რომელიც ვებ-გვერდზე www.eurocommunicator.ge არის ხელმისაწვდომი.

IMED 2014

  • საქართველო წელს პირველად შეუერთდა საერთაშორისო სემინარს "მედიაეთიკისსაერთაშორისოდღე - IMED 2014", რომელიც წელს მსოფლიოს 50ქვეყანაში ჩატარდა. საქართველოში კი MDF-თან პარტნიორობით გაიმართა.

ტოლერანტობის პრიზი 2014

  • მედიის განვითარების ფონდის, ილიას უნივერსიტეტის და გაეროსასოციაციისინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა ტოლერანტობის პრიზი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა იმ მედია საშუალებებს, ჟურნალისტებსა და ბლოგერებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას და ეთიკურად აშუქებენ მრავალფეროვნების საკითხებს.

მრავალფეროვნების სკოლა


  • შეიქმნა მრავალფეროვნების სკოლა, რომლის სამოქალაქო ჟურნალისტიკის კურსი უმაღლეს სასწავლებლებში კვოტირების წესით ჩარიცხულმა არაქართულენოვანმა სტუდენტებმა გაიარეს;
  • კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო მედია პროდუქტის 5 ავტორი კი სპეციალური სერტიფიკატებით და პრიზებით დაჯილდოვდა.

ქალები ცვლილებებისთვის

  • პარტიების საარჩევნო პროგრამების გენდრმგრძნობელობის გაზრდის მიზნით, საქართველოს 9 ქალაქში ტარდება გამოკითხვა, ასევე პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების ანალიზი.

ჩემი ლიდერი ქალი

  • სამოქალაქო აქტივობების ხელშეწყობისა და ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოვლენის მიზნით, ჩატარდ აბლოგერების კონკურსი "ჩემი ლიდერი ქალი", რომელმაც 10 ლიდერი ქალი და 10 საუკეთესო ბლოგის ავტორი გამოავლენა.

გამოცემები

"ქალები წარსულიდან" - ისტორიული კვლევა, თუ როგორ აშუქებდა XIX-XXსს-ის მედია ქალთა საკითხებს;

"მედია ეთიკა და პროფესიული სტანდარტები" - 10 საქმე 2013 წლის პრაქტიკიდან.

იმიტირებული პროცესი: სიძულვილის ენა საზოგადოებრივ მაუწყებელზე

სოციალური კლიპები

პარტნიორი ორგანიზაციები

Facebook Twitter

MDF

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe